უწყვეტი პროტესტის მე-19 დღე

უწყვეტი პროტესტის მე-19 დღე

როგორი იყო პროტესტის მე-19 დღე - უწყვეტი აქციები ქუჩებს დილიდან მოედო, 8 საათიდან დაიძრა თბილისში, საბურთალოდან სამეზობლოს მარში. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს მოითხოვს ყველა პროფესიული ჯგუფი თუ გაერთიანება. დღეს თბილისის ქუჩებში ნახავდით ექიმებს, კინო-ხელოვანებს, კურიერებს. შთამბეჭდავი იყო ბებიებისა და ბაბუების მარშიც, უფროსი თაობის წარმომადგენლები შვილებისა და შვილიშვილების მომავლის დასაცავად გამოვიდნენ.