უოტსონი: ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ ვეტო

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოური აგენტების კანონზე ვეტოს დადებით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ მსგავსი გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო.

წერს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი სოციალურ ქსელში.