უნგრეთის მარეგულირებელმა ავიაკომპანი Wizz Air 770 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზად მომხმარებლის მიმართ არაკეთილსინდისიერი და არასამართლიანი მოპყრობა სახელდება. ინფორმაცია მარეგულირებლის საიტზე გამოქვეყნდა.
ანტიმონოპოლიური უწყება ამბობს, რომ Wizz Air-მა პროფესიონალური კომპლექსური შემოწმება დაარღვია და მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა თავის აღწერით, ასევე მომხმარებლებს უბიძგებდა ზოგი ძვირიანი სერვისით ესარგებლათ.
ავიაკომპანიამ საპასუხოდ მარეგულირებლის დასკვნას "უსაფუძვლო" უწოდა.