უხამსობა და შეურაცხყოფის კამპანია ქართული ოცნებისგან

უხამსობა და შეურაცხყოფის კამპანია ქართული ოცნებისგან

ფიზიკური ანგარიშსწორება ნაწილია იმ კამპანიისა, რომელსაც ქართული ოცნება ყოველდღიურად მიმართავს. არანაკლებ მძიმეა წაქეზებისა და სიტყვიერი თავდასხმის ფაქტები. ქართულმა ოცნებამ ქალი დეპუტატების გაუგონარ შეურაცხყოფას, დღეს კიდევ უფრო მძიმე ფორმის განცხადებები მოაყოლა. ამჯერად თავი დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ გამოიჩინა. პარალელურად, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები თითქოს ბოდიშზე აპელირებენ, სინამდვილეში კი ამართლებენ თანაგუნდელებს და არ წყვეტენ ოპოზიციის წარმომადგენლებზე მძიმე ფორმით თავდასხმას, რასაც მუქარის ტონიც ახლავს.