უკრაინის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსები დამატებით ძალებს და სამხედრო ტექნიკას აგროვებენ

უკრაინის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსები დამატებით ძალებს და სამხედრო ტექნიკას აგროვებენ

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ოლქში რუსები დამატებით ძალებს და სამხედრო ტექნიკას აგროვებენ.

"რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში დამატებით ძალებს და სამხედრო ტექნიკას აგროვებენ. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ რეგიონის ოკუპირებულ ნაწილში მტრის სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის რაოდენობა გაიზარდა. რუსები მძიმე ტექნიკას მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ატარებენ.

ოკუპანტები ახლა მელიტოპოლსა და პოლოგოვსკის რაიონის სოფლებში ყველა ცარიელ სახლს იკავებენ. მტრის ჯარების რაოდენობა ტოკმაკსა და ბერდიანსკშიც იზრდება", - ამბობს მელიტოპოლის მერი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ, ოკუპანტებს ანადგურებენ და დროებით ოკუპირებულ მიწებს ათავისუფლებენ.