ტავრიის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის სპიკერის, ოლექსანდრ შტუპუნის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები რაბოტინოსთან 1,5 კმ-ით დაწინაურდნენ.
"ჩვენ ვაგრძელებთ მცირე წინსვლას რაბოტინოში, სადაც დამატებით 1,5 კვადრატული კილომეტრი გავათავისუფლეთ.
ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები მტრის თავდასხმებს მარინკას მიმართულებით აკავებენ. მარინკას მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების 15-მდე თავდასხმა მოიგერიეს", - აღნიშნა მან.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტავრიის მიმართულებით 1 კილომეტრით წინ წაიწიეს. არსებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტრის საბრძოლო მასალის 6 საცავი გაანადგურეს.