უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში ვაგნერის ყოფილ მებრძოლებს იყენებს.
მისი თქმით, რუსული საოკუპაციო ძალები ყოფილ ვაგნერელებს ძირითადად კუპიანსკის მიმართულებით იყენებენ, თუმცა წარმატებას ვერ აღწევენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ბრძოლები გრძელდება ხარკივის რეგიონში, ივანოვკასთან და სინკოვკასთან.
"ლიმანის მიმართულებით, სერეაბრინსკის ტყის მიდამოში მტერი შეტევას ცდილობს. ამავდროულად, აქტიურად იყენებს ბომბდამშენებს, მოიერიშე თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს", - თქვა სირსკიმ.
როგორც უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური ამბობს, ბახმუტის მიმართულებით რუსული საოკუპაციო ძალები აქტიურად იყენებენ კამიკაძე დრონებს.