უკრაინის სამხედრო დაზვერვამ სირიაში რუსულ სამხედრო ბაზას შეუტია

უკრაინის სამხედრო დაზვერვამ სირიაში რუსულ სამხედრო ბაზას შეუტია

15 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმმა, რუსულ სამხედრო ბაზას შეუტია, რომელიც სირიაში მდებარეობს.

Kyiv Post-ის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთ გარეუბანში ჩატარდა.

ამ ტერიტორიაზე რუსეთმა დრონები გამოსცადა.

უკრაინის სამხედრო დაზვერვას ამ ოპერაციის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რაიმე ცნობა არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია.