უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან რუსული ძალები პოზიციებს კარგავენ.
"ბახმუტის მიმართულება. თავდაცვის ძალები ფლანგებზე წინსვლას აგრძელებენ, ბახმუტთან მტერი პოზიციებს კარგავს", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
მანამდე, სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული არმიის ქვედანაყოფები მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და მტრის ყველა შეტევას იგერიებენ. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმია მალე გადავა აქტიურ შეტევით მოქმედებებზე.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ქალაქზე ხანგრძლივი იერიშის შემდეგ, რუსული ძალები გამოფიტული არიან და წინსვლის ძალა არ შესწევთ, რის გამოც ისინი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებას ვერ შეძლებენ.