უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ლიმანთან და კუპიანსკთან ვითარება საგრძნობლად გაუარესდა.
"მძიმე ბრძოლები გრძელდება. მტრის მთავარი მიზანია, დაამარცხოს ჩვენი ჯარების დაჯგუფება და კუპიანსკს ალყა შემოარტყას. ყოველდღიურად მტერი ათობით თავდასხმას ახორციელებს ჯავშანტექნიკისა და ნაღმმტყორცნების გამოყენებით.
უკრაინელი მებრძოლები მზად იყვნენ მოვლენების ასეთი განვითარებისთვის და მტერს ღირსეულად პასუხობენ. რუსული ძალები მნიშვნელოვან ზარალს განცდიან და პროგრესს ვერ აღწევენ", - თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 286 890 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.