უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამით 17 ირანული დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ღამით 17 ირანული დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, 13 მაისის ღამეს ოკუპანტების მიერ გაშვებული დრონებიდან 17 მათგანი გაანადგურეს. უწყების ცნობით, გუშინ გვიან ღამით რუსებმა უკრაინას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან დრონებით შეუტიეს და 21 Shahed-136/131 გამოიყენეს.

უკრაინის საჰაერო ძალები წერენ, რომ რუსების მიერ გაშვებული დრონები ხმელნიცკის ოლქში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოხვდა. მათი განცხადებით, ზარალის შესასწავლად შესაბამისი ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

აპრილის ბოლოს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი წერდა, რომ რუსეთი ბოლო შეტევების დროს ირანული დრონების ახალ პარტიას იყენებდა - კერძოდ, ოკუპანტები თავდასხმას ირანული Shahed-136/131 უპილოტო თვითმფრინავებით ახორციელებდა.