ღამით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 29 რუსული უპილოტო საფრენი აპარატიდან 25 გაანდგურა. ასევე, საჰაერო ძალებმა X-59 ტიპის მართვადი საავიაციო რაკეტაც გაანადგურა.
საჰაერო შეტაკება ნიკოლაევის, კიროვგრადისა და ოდესის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.
მანამდე, 14 ნოემბერს, ღამით, რუსული ჯარები თავს დაესხნენ ოდესას. მათ საცხოვრებელი კორპუსი და მთავარი გათბობის მილსადენი დააზიანეს. ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა.