უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი: რუსეთს ახლა გაცილებით ნაკლები რაკეტა აქვს, ვიდრე შარშან

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი: რუსეთს ახლა გაცილებით ნაკლები რაკეტა აქვს, ვიდრე შარშან

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსეთს ახლა გაცილებით ნაკლები რაკეტა აქვს, ვიდრე შარშან.

"რუსეთს ამ დროისთვის გაცილებით ნაკლები რაკეტა აქვს, ვიდრე შარშან, უკრაინის ენერგეტიკულ სისტემაზე თავდასხმების დაწყებამდე ჰქონდა.

ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმების ექვსი თვის განმავლობაში (9 სექტემბრიდან 12 მარტამდე) ჩვენ ჩამოვაგდეთ 750 საკრუიზო რაკეტა, გაშვებული იყო დაახლოებით 1100. ისინი [რუსები] რეზერვში 30%-ს ინახავდნენ, რაც ნიშნავს, რომ გასული წლის მდგომარეობით, მათ 1600-მდე ფრთოსანი რაკეტა ჰქონდათ. ახლა მათ 870 რაკეტა აქვთ", - თქვა იგნატმა.

დღეს უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 23 უპილოტო საფრენი აპარატიდან უკრაინელებმა 18 ჩამოაგდეს.