უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 25 დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: რუსების მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 25 დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 25 დრონი ჩამოაგდეს.

"უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 43 სამიზნე გაანადგურეს - 18 საკრუიზო რაკეტა და 25 Shahed 136/131 უპილოტო საფრენი აპარატი.

დრონები ჩამოვაგდეთ დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, კიევის, ვოლინის და ლვივის რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.