უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ რუსების 30 რაკეტა და 27 დრონი გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ რუსების 30 რაკეტა და 27 დრონი გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, უკრაინელებმა გუშინ რუსების 30 რაკეტა და 27 დრონი ჩამოაგდეს.

"5 აგვისტოს საღამოდან 6 აგვისტოს დილამდე 30 საკრუიზო რაკეტა და 27 Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატი გავანადგურეთ. ზოგადად, მტერმა საჰაერო თავდასხმისთვის 70 საშუალება გამოიყენა", - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის საჰაერო ძალებმა 3500-ზე მეტი მტრის საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. მათ შორის 350 თვითმფრინავი და 2000-ზე მეტი დრონი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.