უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონიდან 4 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან (პრიმორსკო-ახტარსკი) უკრაინას Shahed-ის ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
ამასთან, რუსეთის ფედერაციამ ორი ისკანდერის რაკეტა გამოიყენა და ვორონეჟის ოლქიდან დონეცკის რეგიონში სამი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაუშვა", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.