უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 45 დრონიდან 40 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 45 დრონიდან 40 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 45 დრონიდან 40 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას 45 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ 40 მათგანი ჩამოაგდო.

რუსული საოკუპაციო არმიის უპილოტო საფრენი აპარატები კიევში, ვინიცაში, ჟიტომირში, კიროვოგრადში, ნიკოლაევში, ჩერკასში, ოდესაში, დნეპროპეტროვსკსა და ხერსონში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.