უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 31 დრონიდან 28 ჩამოაგდეს.
"ღამით მტერმა Shahed-ის ტიპის 31 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინის საჰაერო ძალებმა ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, დონეცკის, კიროვოგრადის და ხმელნიცკის რეგიონებში 28 დრონი გაანადგურეს.
ამასთან, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 2 X-59 მართვადი რაკეტა ზაპოროჟიეს მიმართულებით გაუშვეს. ორივე მათგანი ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.