უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 28 დრონიდან 24 ჩამოაგდეს.
"ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას, Shahed 136/131 ტიპის 28 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა 24 დრონი გაანადგურეს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები ოკუპირებული ყირიმიდან ნიკოლაევში, ხერსონსა და ოდესაში გაუშვეს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.