უკრაინის საგარეო: ვგმობთ და არ ვაღიარებთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთის რეგიონში

უკრაინის საგარეო: ვგმობთ და არ ვაღიარებთ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთის რეგიონში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

"უკრაინა გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - ნათქვამია განცხადებაში.