უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
დღეს, 29 იანვარს, უკრაინულ მედიასა და ტელეგრამ არხებში ზალუჟნის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს ინფორმაციით, "ზალუჟნის გადადგომის შესახებ განუცხადეს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ არსებობს".
ჟურნალისტებმა ვოლოდიმირ ზელენსკის პრესმდივანს, სერგეი ნიკიფოროვს ჰკითხეს, გაათავისუფლეს თუ არა ზალუჟნი თანამდებობიდან, რაზეც მან უპასუხა: "არა. პრეზიდენტს არ გაუთავისუფლებია მთავარსარდალი".
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროც. უწყებამ ტელეგრამზე დაწერა: "ვპასუხობთ ყველას - არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება".