გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებს, ხარკივს, დნეპროპეტროვსკსა და ზაპოროჟიეს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.
ყველაზე მეტი, 24 ადამიანი დნეპროპეტროვსკში დაშავდა, მათგან 5 ბავშვია. რუსების ძირითადი სამიზნე იყო ადმინისტრაციული შენობები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და კერძო ბინები.
"რაკეტების უმეტესობა, რომელთაც რუსეთი იყენებს, ბალისტიკური ტრაექტორიით დაფრინავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი სამიზნის ჩამოგდება იმ საშუალებებით შეიძლება, რომლებსაც ამის გაკეთების შესაძლებლობა გააჩნია, კერძოდ, Patriot-ის სისტემებით. ამიტომაა დღეს ასეთი შედეგი. ბევრი უკვე ამბობს, რომ ჩამოგდების პროცენტი ძალიან მაღალი არ არის. პროცენტი იგივეა, როგორიც იყო.
მაგალითად, X-101 ტიპის რაკეტებთან დაკავშირებით, 24-დან 18 განადგურებულია. ეს ცუდი შედეგი არ არის. შეტევებიც მცირდება. 29 დეკემბერს თუ 158 საჰაერო თავდასხმა, შემდეგ იყო 134, დღეს კი 59", - ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი.