უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება.
"მტრის ძირითად მიმართულებებად რჩება კუპიანსკი, ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და მარინა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება. გასული დღის განმავლობაში, მტერთან 26 საბრძოლო შეტაკება მოხდა", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 41 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 204 760 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.