უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

უკრაინის გენშტაბი ადასტურებს, რომ ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ოფიციალურად დაადასტურა.

გენერალური შტაბის თქმით, მოსასმენი აპარატურა 17 დეკემბერს, შენობის გეგმური დათვალიერებისას, ერთ-ერთ ლოკაციაზე აღმოაჩინეს.

"მოსასმენი აპარატურა აღმოჩენილია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლისა და მისი აპარატის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კაბინეტებში. შემთხვევის გარემოებების, შედეგებისა და მასში მონაწილე პირების დადგენის მიზნით, მომხდარის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ვაცნობეთ", - ნათქვამია განცხადებაში.