
უკრაინა აცხადებს, რომ პირველად გამოიყენა ამერიკული სისტემა Patriot რუსეთი ჰიპერბგერითი რაკეტის წინააღმდეგ.
უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა ნიკოლა ოლეშჩუკმა ამის შესახებ ტელეგრამზე დაწერა. Kh-47 Kinzhal ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტაა. უკრაინამ სულ მცირე Patriot-ის ორი სისტემა მიიღო, ერთი აშშ-დან და ერთი გერმანიიდან, რათა გაეძლიერებინა საჰაერო თავდაცვის სისტემები.
ოლეშჩუკის განაცხადებით, რაკეტა 4 მაისს კიევის თავზე დაიჭირეს. მისი თქმით, Kinzhal რუსეთის ტერიტორიიდან MiG-31K-ით გაუშვეს.
საჰაერო ძალების წარმომადგენლის, იური იჰნატის თქმით, აქამდე არავინ იცოდა, შეეძლო თუ არა Patriot-ს ბალისტიკური იარაღის წინააღმდეგ მოქმედება:
"დიახ, შეუძლია".
გასულ თვეში თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ Patriot გადამწყვეტ როლს ითამაშებს უკრაინული ინფრასტრუქტურის დაცვაში.