
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული მასწავლებლისა და აქტივისტის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ცნობილი ხდება, რომ გუშინ სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა, ფსიქიატრიის დეპარტამენტის ექსპერტის, დავით მაღრაძის ხელმძღვანელობით, აქტივისტს ფსიქიატრიული ექსპერტიზა უკვე ჩაუტარეს.
როგორც სასამართლო პროცესზე ადვოკატმა თამარ გაბოძემ განაცხადა, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპერტები გუშინ "შეაპარეს".
მისი თქმით, დათაშვილს სტაციონარული ექსპერტიზა უნდა ჩასტარებოდა, თუმცა მას ამბულატორიული ექსპერტიზა ჩაუტარეს. დათაშვილს კი ადვოკატთან დარეკვისა და პროცესზე მისი დასწრების საშუალება არ მიეცა.
აღნიშნულ საკითხზე თავად დათაშვილმაც ისაუბრა. მან სასამართლოს განჩინებას ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი უწოდა.
"მოსამართლის ეს განჩინება როდესაც მომიტანეს, არ ვიცი, ეს ჩემთვის არის სამარცხვინო ფურცელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის რეპრესია, ჩემს მიმართ, ადვოკატების მიმართ, რადგან ადვოკატებზე აწარმოეს პროპაგანდა, რომ შენმა ადვოკატებმა მოითხოვეს ფსიქიატრიული ექსპერტიზაო, დღეს ასე მითხრეს პენიტერნციურ დაწესებულებაში.
პროკურატურას ეკითხა ჩემთვს, იქნებ მინდოდა მე ექსპერტიზა, ციხეში კვირაში ორჯერ ვბანაობ და იქ ყოველ დღეა ბანაობაო, და იქნებ მინდოდა ბანაობა.
მინიმუმ არაკომპეტენტურობა, დაგუგვლა შეიძლება, რა არის ემოიცური ლაბილობა.
მკურნალი ექიმები და ნეიროქირურგები ფსიქიატრიულ დიაგნოზს არ სვავენ. რა თქმა უნდა, არანაირი ფსიქიკური დიაგნოზი არ მაქვს, მაგრამ იცით თქვენ რა ქენით? საბჭოთა კოშმარი გაუცოცხლეთ ხალხს, გააძლიერთ სტიგმა, ძალიან ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი ფსიქიატრიაზე და ფსიქოთერაპიაზდე, ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდება ეს და ეუბნებიან, რომ ადგილი არ გვაქვს. ძალიან ბევრი მოსწავლე გადამიმისამართებია ფსიქიატრთან, რადგან მას სჭირდებოდა ეს. არანაირი პრობლემა არ მაქვს ფსიქიატრიასთან მე. ისედაც ჩვენთან არის სტერეოტიპები ფსიქიატრიის მიმართ და არ მინდოდა ამის ხელშემწყობი ვყოფილიყავი.
ჩემმა ადვოკატებმა იმიტომ წარადგინეს ჩემი 2019 წლის ფორმა ასი, რომ ჩვენ ჩემი დიაგნოზის (ხერხემლის პრობლემის) ფრიალი გვინდოდა, ეს განსაკუთრებული პერსონალური მონაცემია და იძულებული გაგვხადა პროკურატურამ, რომ ამაზე გველაპარაკა", - განაცხადა დათაშვილმა სასამართლო პროცესზე.