
უკრაინის დელეგაცია, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის, იულია სვირიდენკოს ხელმძღვანელობით აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ადასტურებს.
მისი თქმით, იგეგმება დელეგაციასა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის შეხვედრა, რომელზეც განხილვის მთავარი საკითხი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესება, აშშ-ის მხრიდან თავდაცვითი მხარდაჭერა და ბრძოლის ველზე განვითარებული მოვლენები იქნება.
"იქნება მრავალი შეხვედრა ორივე მხარის წარმომადგენლებთან, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდს. ჩვენ გავუზიარებთ სტამბოლში შეხვედრების შედეგებს და ავხსნით, თუ როგორ აფერხებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მოლაპარაკებებს ომის გახანგრძლივების მიზნით", - თქვა ერმაკმა.