უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი Telegram-ს უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს.
ცნობილია, რომ Telegram-ის დაბლოკვა, როგორც ეს იყო Odnoklassniki-სა და Vkontakte-ს შემთხვევაში მოხდა, ტექნიკურად უფრო რთულია, მაგრამ შესაძლებელია.
"Telegram-ი საზიანოა. ამის თქმის არასდროს შემშინებია, ეს არის საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამას აბსოლუტურად პირდაპირ ვამბობ, და ჩვენ ეს დოკუმენტურადაც კი დავაფიქსირეთ. ჩვენი კვლევის მიხედვით, Telegram-ი საზოგადოებაში ინფორმაციის ძირითადი წყაროა. მან გადაუსწრო ყველაფერს. მე არ ვარ მომხრე, რომ უბრალოდ ავიღოთ და დავხუროთ, ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია, მაგრამ შესაძლებელია. მე მომხრე ვარ Telegram-ის ყველა არხის ფიზიკალიზაციის, თუ გსურთ რაიმე სიახლის გადაცემა, კეთილი ინებეთ და დარეგისტრირდით ისე, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, ეს არის რუსეთის მოქალაქის არხი, თუ უკრაინის. შემდეგ კი მას ექნება პასუხისმგებლობა", - განაცხადა ბუდანოვმა.
რაც შეეხება X-ს, ბუდანოვის თქმით, ის საზიანო არაა.