უკრაინის დაზვერვამ რუსეთის 4 სამხედრო აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინის დაზვერვამ რუსეთის 4 სამხედრო აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურმა რუსეთის ოთხ სამხედრო აეროპორტზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა.

უკრაინულ მედიას დაზვერვიდან წყარომ უთხრა, რომ განადგურებული ან დაზიანებულია 41 სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავი, ძირითადად ტაქტიკური ბომბდამშენები.

UNIAN-ის თანახმად, სპეცოპერაცია "ობობის ქსელზე" უკრაინის უსაფრთხოების სამსახური წელიწად ნახევარზე მეტი დროის განმავლობაში მუშაობდა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ავიაციას დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.

უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები იწვის აეროდრომებზე - ბალაია, დიაგილევო, ოლენია და ივანოვო.