
უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში შეხვედრას გამართავენ.
ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე მას შემდეგ გაავრცელა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერთან კირ სტარმერთან "კარგი და დეტალური" სატელეფონო საუბარი გამართა.
"უკვე ოთხშაბათს ჩვენი წარმომადგენლები ლონდონში იმუშავებენ. უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და აშშ – მზად ვართ მაქსიმალურად კონტრუქციულად ვიმუშაოთ, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, შემდეგ კი რეალურ და მყარ მშვიდობას", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს.
"ამ აღდგომამ ნათლად აჩვენა, რომ რუსეთის ქმედებებია ის, რაც ომს ახანგრძლივებს", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
I spoke with UK Prime Minister @Keir_Starmer — a good and detailed conversation.
Already this Wednesday, our representatives will be working in London. Ukraine, the United Kingdom, France, and the United States — we are ready to move forward as constructively as possible, just… pic.twitter.com/cLHexIi5UY