უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალარის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ბლაგოდატნეს შემდეგ, სოფელი მაკარივკაც გაათავისუფლეს.
მისი თქმით, მათ წინ წაიწიეს ბახმუტის მიმართულებით, ასევე, სამხერეთით.
მალარი აღნიშნავს, რომ ადგილებში, სადაც უკრაინელი სამხედროები თავდაცვით რეჟიმში არიან, არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ.