
უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ ოკუპირებული ლუგანისკის ყოფილი "მერი" მანოლის პილავოვი ააფეთქეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული მედია TASS ავრცელებს.
აფეთქება დღეს, შუადღეს მოხდა. ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
არსებული ცნობებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პილავოვის სახლის კარს მიღმა იყო დამონტაჟებული.
მანოლის პილავოვი ლუგანსკის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე იკავებდა.