უკრაინელებმა მორიგი რუსული Су-25 ჩამოაგდეს

უკრაინელებმა მორიგი რუსული Су-25 ჩამოაგდეს

110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა მორიგი რუსული სამხედრო თვითმფრინავი - Су-25 გაანადგურეს. ინფორმაციას სამხედრო მოსამსახურე, სერგეი ისაევი ავრცელებს.

ისაევის ცნობით, მოიერიშე პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს.

ისაევი წერს, რომ ეს რიგით მე-8 თვითმფრინავია, რომელიც ბრიგადის წევრებმა ბოლო 20 დღის განმავლობაში ჩამოაგდეს.