უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, ალექსეი კულება Telegram-ზე წერს.
"უკრაინაში მასიური დაბომბვის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი კი დაშავდა", - წერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე.
რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. დაიბომბა კიევი, ხარკივი, ლვივი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა, სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო.
ამასთან, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.