
უახლესი მონაცემებით, უკრაინის ქალაქ უმანში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას 17 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
სამსახურის ცნობით, 9-სართულიან კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 18 დაშავდა, მაშველებმა 17 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ უმანზე სარაკეტო თავდასხმა 28 აპრილს განახორციელეს. შედეგად 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი განადგურდა.