უკრაინაში მებრძოლ ამბაკო სოზიაშვილს, რუსეთმა 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

უკრაინაში მებრძოლ ამბაკო სოზიაშვილს, რუსეთმა 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთ ქართველს, ამბაკო სოზიაშვილს თავისუფლების 14 წლამდე აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

კერძოდ, იგი დამნაშავედ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილის (დაქირავებული მებრძოლის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში) მიხედვით ცნეს.

25 წლის ამბაკო სოზიაშვილი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა. ის "ქართული ლეგიონის" წევრია.