უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - შემთხვევა ბოგდანოვკაში გუშინ მოხდა. აფეთქებას ქართველი მებრძოლთან ერთად 5 უკრაინელი მებრძოლი ემსხვერპლა.
მისი ცხედარი ამ დრომდე არ არის გამოსვენებული საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. ფორმულას ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ის პირველივე დღეებიდან იბრძოდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და სამხედრო აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას საქართველოს 44 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.