უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა.

ცნობილია, რომ შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც პერიმეტრზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.

გარდა ქართველი მეომრისა, რუსების იერიშს ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა.

ფორმულას ინფორმაციით, დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენება საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ამ დრომდე ვერ ხერხდება.