უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე ქუთაისში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე ქუთაისში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი მალხაზ კვიჟინაძე ქუთაისში, სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მალხაზ კვიჟინაძე ლუჰანსკის ოლქში ოკუპანტების ძალების წინააღმდეგ ბრძოლისას დაიღუპა. ის 2008 წლის აგვისტოს ომშიც იბრძოდა.

დაღუპული სამხედროს ცხედარი საქართველოში გუშინ, 1-ელ ივლისს ჩამოასვენეს.

უკრაინაში რუსეთის ომს ჯამში 47 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.