უკრაინამ ზაპოროჟიეში დრონების გამოყენებით რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურა

უკრაინამ ზაპოროჟიეში დრონების გამოყენებით რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურა

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონების გამოყენებით ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს.

განადგურებულია 3 საჰაერო სისტემა.

"უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის დრონების ოპერატორებმა დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და გაანადგურეს რუსი ოკუპანტების ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.