ღამით უკრაინის საჰაერო დაცვამ შაჰედის ტიპის 42 დრონი და ერთი X59/69 რაკეტა ჩამოაგდო.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, შაჰედის ტიპის დრონები კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიაზე გაანადგურეს, ხოლო X59/69 ზაპოროჟიის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.
საზენიტო თავდაცვა კიევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ჟიტომირის, რივნეს, ჩერკასის, კიროვოგრადის, მიკოლაივისა და ხერსონის რეგიონებში მუშაობდა.