უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

უკრაინამ და ნიდერლანდებმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე უკრაინის ქალაქ ხარკივში ჩავიდა. მხარეებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების საჭიროებები განიხილეს.

"დღეს მე და მარკ რუტემ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. დოკუმენტი ნიდერლანდების მხრიდან უკრაინისთვის ორი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, ასევე შემდგომ დამხარებას თავდაცვის სფეროში 10 წლის განმავლობაში", - წერს ზელენსკი.

მანამდე, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იტალიასთან, კანადასთან, დანიასთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან და საფრანგეთთან გააფორმა.