
ევროკომისიამ უკრაინასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) გადახედვის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა.
კომისიის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ აღნიშნული შეთანხმება უკრაინის EU-ში გაწევრიანების პროცესში "გრძელვადიანი, პროგნოზირებადი და ორმხრივი ჩარჩოს შექმნის ახალ ეტაპს აღნიშნავს".
"ეს მიმოხილვა ხელს უწყობს უკრაინის თანდათანობით ინტეგრაციას ევროკავშირის ერთიან ბაზარში და აჩვენებს, რომ ევროკავშირის ვალდებულება უკრაინის მხარდაჭერის მიმართ ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის. მიღების შემდეგ, გადახედილი DCFTA სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის, რადგან უზრუნველყოფს ჩარჩოს გრძელვადიანი ეკონომიკური სიმყარისა და სტაბილური სავაჭრო ურთიერთობებისთვის", - წერია განცხადებაში.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, გადახედილი შეთანხმების ფარგლებში EU ევროპა და გლობალურ ბაზრებზე უკრაინულ სავაჭრო ნაკადებს უზრუნველყოფს.
"ამ მოდერნიზებული შეთანხმებით ჩვენ უკრაინიდან ევროპასა და გლობალურ ბაზრებზე სავაჭრო ნაკადებს ვუზრუნველყოფთ. ასევე, რუსეთის უსამართლო აგრესიის წინაშე ვაშენებთ მდგრადობისა და ეკონომიკური სოლიდარობის ხიდებს. ამავდროულად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ფერმერების ინტერესების დაცვას. უკრაინის ადგილი ევროპულ ოჯახშია. ჩვენ ერთგულნი ვრჩებით ორმხრივი ზრდისა და სტაბილურობისა, რაც ვენს გაერთიანებაშ მის [უკრაინის] სრულ ინტეგრაციას განაპირობებს", - თქვა მან.
მოდერნიზებული შეთანხმება სამი ძირითადი საყრდენის გარშემოა აგებული: