ზელენსკი: რუსეთის გეგმები სუმის ოლქთან დაკავშირებით სრულიად ჩავარდა

ზელენსკი: რუსეთის გეგმები სუმის ოლქთან დაკავშირებით სრულიად ჩავარდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის დაკისრებული სპეციალური ამოცანების წარმატებით შესრულების შედეგად, რუსეთის გეგმების სუმის ოლქთან დაკავშირებით სრულიად ჩაიშალა.

"ფრონტზე - ძირითადად პოკროვსკთან. ამ ტერიტორიაზე რუსული ჯარების დიდი კონცენტრაციაა, არაერთი იერიშით. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა დანაყოფს, თითოეულ მეომარს მათი გამძლეობისთვის.

სუმის ოლქი - დღეს ამ ფრონტის შესახებ ცალკე განხილვა გვქონდა. ერთი კვირის წინ ჩვენს ჯარებს კონკრეტული ამოცანები გადავეცით. დღეის მდგომარეობით, ეს მიზნები სრულად შესრულებულია, რაც მნიშვნელოვანია.

რუსეთის შეტევითი გეგმა სუმის ოლქთან დაკავშირებით ჩავარდა და ეს იმ ყველა უკრაინული დანაყოფის დამსახურებაა, რომელიც ამ ფრონტზე მოქმედებდა", - თქვა ზელენსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს რუსეთში, კურსკის ოლქში და დასძინა, რომ, თითქმის 10 თვეა, "ოპერაცია თავის მიზანს ასრულებს."