უკრაინამ ATACAMS-ის მეშვეობით რუსული ძვირადღირებული რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა

უკრაინამ ATACAMS-ის მეშვეობით რუსული ძვირადღირებული რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ATACAMS სისტემის ბალისტიკური რაკეტების მეშვეობით განადგურებულია ძვირადღირებული რუსული რადიოლოკაციური სადგური Nebo-M [Небо-М].

"უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ნაწილებმა წარმატებით დაარტყეს ATACAMS ბალისტიკური რაკეტებით რუსულ რადიოლოკაციურ სადგურ Nebo-M-ზე. მისი განადგურება მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის არმიის უნარს იდენტიფიცირება მოახდინოს, თვალყური ადევნოს და ჩაჭრას აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეები", - ამბობენ გენშტაბში.

უკრაინული მედია სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ Nebo-M-ის სადგური გასანადგურებლად საკმაოდ რთული ობიექტია, რადგან მუშაობს სტელს-რეჟიმში [ფარულად მუშაობის რეჟიმი] და საჰაერო ობიექტებს ეძებს. გენშტაბის მონაცემებით, რუსეთს ასეთი ტიპის 10 სადგური დარჩა. სადგურის ღირებულება 100 მილიონ დოლარზე მეტია.