
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო აცხადებს, რომ ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა.
მათი თქმით, კლინიკამ 4 პაციენტს გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას. ხოლო ამ ნებართვის მისაღებად კლინიკას რეგულირების სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
სააგენტოში ამბობენ, რომ შესაბამისად, კლინიკას არ გაჩნდა უფლება, ქირურგიული მომსახურება განეხორციელებინა - რის გამოც, უკანონო სამედიცინო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.