თვითმფრინავის "მკვეთრი მოძრაობის" გამო სიდნეი-ოკლენდის რეისზე სულ მცირე 50 მგზავრი დაშავდა

თვითმფრინავის "მკვეთრი მოძრაობის" გამო სიდნეი-ოკლენდის რეისზე სულ მცირე 50 მგზავრი დაშავდა

სიდნეიდან ოკლენდის მიმართულებით LATAM Airlines-ის რეისზე თვითმფრინავის "მკვეთრი მოძრაობის" გამო სულ მცირე 50 მგზავრი დაშავდა.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ ინციდენტი "ტექნიკურმა პრობლემამ" გამოიწვია. მათი თქმით, თვითმფრინავმა ფრენის დროს "სწრაფი პატარა ვარდნა" განიცადა.

ოკლენდში დაშვებისას თვითმფრინავს სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი დახვდა, რომლებმაც 50-ზე მეტ მგზავრს აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. მათგან 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენებმა კი მსუბუქი და საშუალო დაზიანებები მიიღეს.