თუშეთში მიმავალ გზაზე საწვავმზიდი სიმაღლიდან გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთში მიმავალ გზაზე საწვავმზიდი სიმაღლიდან გადავარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, საწვავმზიდი სიმაღლიდან გადავარდა - დაღუპულია მძღოლი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საწვავმზიდს კომპანია მაგთიკომის ანძისათვის საწვავი გადაჰქონდა, რა დროსაც ის, სიმაღლიდან გადავარდა.

ფორმულა დეტალებს შსს-ში არკვევს.