თურნავა ეროვნული ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტი გახდა

თურნავა ეროვნული ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტი გახდა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტი გახდა. შესაბამისად, თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

მას მხარი ეროვნული ბანკის საბჭოს უმრავლესობამ, 5-მა წევრმა დაუჭირა, 2-მა კი თავი შეიკავა. თურნავამ საბჭოს მადლობა გადაუხადა.

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შესული ცვლილებით, რომლის ინიციატორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იყვნენ, შეიქმნა პირველი ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შესრულებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობას. მას დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

ცვლილებებს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ვეტო 13 ივნისს დაძლია, რასაც წინ ხმაურიანი პროცესი უძღოდა. კანონში ცვლილებები და ვეტოს დაძლევის შესახებ განცხადება გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც. IMF-მა მიუთითა, რომ პროცესები სებ-ის დამოუკიდებლობას და სანდოობას აზიანებს.

ვრცლად

კობა გვენეტაძეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 2 მარს ამოეწურა, დღემდე მის მოვალეობას ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა.