
წინასწარი შედეგებით, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იქნება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დათვლილია ხმების 95.45%. მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს 49.50% აქვს, ოპოზიციონერ ქემალ ქილიჩდაროღლუს 44.79%. არსებული მაჩვენებლით, 50%-ს ვერც ერთი კანდიდატი ლახავს, შესაბამისად, მეორე ტური გაიმართება.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგს, აქ ერდოღანის საპარლამენტო კოალიცია ლიდერობს - 49.62%-ით, ოპოზიციურ კოალიციას კი 35% აქვს. დათვლილია ხმების 93.86%.
14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. თურქეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევნები გადაწყვეტს, დარჩება თუ არა რეჯეფ თაიფ ერდოღანი 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლებაში.